
WebMoney
Webmoney არის რუსული საიტების ონლაინ საფულე
WebMoney წარმოადგენს ინტერნეტ საფულეს, რომლის მეშვეობითაც მრავალი ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი.
WebMoney ბევრ სპონსორთან სამუშაოდ გვჭირდება, ამიტომ გავეცნოთ მისი მუშაობის პრინციპს.
რეგისტრაციის შემდეგ მიიებთ თქვენს პერსონალურ WMID (ვებმანის იდენთიფიკატორს) რომლითაც შეგეძლებათ სისტემაში შესვლა.
იმისათვის რომ არ შეგექმნათ პრობლემები WebMoney-თან და არ არ დაკარგოთ თქვენი აქაუნთი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:
1). ჩაიწერეთ თქვენი პერსონალური WMID და პაროლი.
2). რეგისტრაციისას მიუთითეთ მუშა ელფოსტა, რქადგან რეგისტრაციისას და შემდგომშიც დაგჭირდებათ აქტივაციის კოდი, რომელსაც რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ.
3). შეინახეთ გასაღების ფაილი (Файл ключей) დისკზე, ან ფელშზე. ვინაიდან ვინდოუსის გადაყენების შემთხვევაში, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ აღნიშნული ფაილი. გასაღების ფაილის არქონის შემთხვევაში კი დაემშვიდობებით თქვენს აქაუნთს.
4). ჩაიწერეთ გასაღების ფაილთან ხელმისაწვდომი კოდი(код доступа к файлу ключей), ვინაიდან მის გარეშე ასევე ვერ მოახერხებთ გასაღების ფაილის გამოყენებას, შესაბამისად აქაუნთში შესვლასაც.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ უკვე გაქვთ საკუთარი ანგარიში WebMoney-ში.
WebMoney-ს აქვს 3 ტიპის საფულე:
Z საფულე – ინახება დოლარი
R საფულე – ინახება რუსული რუბლი
E საფულე – ინახება ევრო
თითოეულ საფულეს აქვს 12 ნიშნა უნიკალური კოდი, რომელიც დაგჭირდებათ თქვენს ანგარიშზე თანხის მისაღებად.